
სპეცტექნიკის სერვისცენტრი
პროექტის დამკვეთი:
LTD BASA GROUP
წეროვანი
953 კვ.მ
პროექტის სტატუსი:
- დასრულებული
10.01.2026
პროექტის შემსრულებლები:
არქიტექტორი: თემურ კვირცხალია
პროექტმენეჯერი: ირაკლი გაბადაძე
სპეცტექნიკის სერვისცენტრისა და საოფისე სივრცის მშენებლობა
ინდუსტრიულ და სამშენებლო სექტორში მძიმე ტექნიკის შეუფერხებელი ფუნქციონირება პირდაპირ არის დამოკიდებული მისი ტექნიკური მომსახურების ხარისხზე. ამ პროცესში კი გადამწყვეტ როლს სწორად დაპროექტებული, გამძლე და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა თამაშობს.
წარმოგიდგენთ ჩვენს მორიგ დასრულებულ პროექტს — სპეცტექნიკის თანამედროვე სერვისცენტრსა და საოფისე კომპლექსს, სადაც მშენებლობისას ზუსტად იქნა დაცული უსაფრთხოების, თბოიზოლაციისა და სივრცის ფუნქციური დაგეგმარების ყველა ნორმა
შესრულებული სამუშაოები
-
რკინის კონსტრუქციის მონტაჟი: შესრულდა ძველი შენობის რეკოსნტრუქცია, შენობის მდგრადობის უზრუნველსაყოფად მოეწყო სერთიფიცირებული ლითონკონსტრუქციული კარკასი, რომელიც ნაგებობის ხანგრძლივი ექსპლუატაციის გარანტიაა.
-
სივრცის ფუნქციური ზონირება: ობიექტის შიდა სივრცე დაიყო ორ ძირითად ზონად — უშუალოდ სპეცტექნიკის სერვისცენტრად (სადაც განთავსებულია სამუშაო ბოქსები) და თანამედროვე საოფისე ნაწილად ადმინისტრაციული პერსონალისთვის.
-
სენდვიჩ პანელებით შეფუთვა: შენობის ფასადი და გადახურვა სრულად შეიფუთა მაღალი ხარისხის სენდვიჩ პანელებით.
-
დამატებითი შენობის რეაბილიტაცია: პროექტის ფარგლებში ასევე განხორციელდა მიმდებარე დამატებითი შენობის კონსტრუქციის გამაგრება და გადახურვა, რამაც მთლიანი ინფრასტრუქტურა ერთიან, გამართულ კომპლექსად აქცია.
რატომ ავირჩიეთ სენდვიჩ პანელები ინდუსტრიული მშენებლობისთვის?
-
თანამედროვე კომერციული და ინდუსტრიული ობიექტების მშენებლობაში სენდვიჩ პანელები უპირობო ლიდერია. ამ პროექტში მათი გამოყენებით მივიღეთ რამდენიმე საკვანძო უპირატესობა:
-
მაღალი თბოიზოლაცია და ენერგოეფექტურობა: სენდვიჩ პანელები ინარჩუნებს ოპტიმალურ ტემპერატურას როგორც ცხელ ზაფხულში, ისე ცივ ზამთარში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სერვისცენტრში მომუშავე პერსონალის კომფორტისთვის და მნიშვნელოვნად ამცირებს გათბობა-გრილების კომუნალურ ხარჯებს.
-
მშენებლობის სწრაფი ტემპი: ტრადიციულ სამშენებლო მასალებთან (ბლოკი, აგური) შედარებით, სენდვიჩ პანელების მონტაჟი ბევრად მოკლე ვადებში ხორციელდება, რაც დამკვეთს საშუალებას აძლევს ბიზნეს-ოპერაციები სწრაფად დაიწყოს.
-
გამძლეობა და გარემო პირობებისადმი მდგრადობა: პანელები მდგრადია ნესტის, კოროზიის, ტემპერატურული ცვლილებებისა და კლიმატური ზემოქმედების მიმართ, არ საჭიროებს დამატებით შიდა თუ გარეგან მოპირკეთებას.
-
ესთეტიკური და თანამედროვე ვიზუალი: ობიექტს ანიჭებს სუფთა, მოწესრიგებულ და ინდუსტრიულ იერსახეს, რაც დადებითად აისახება კომპანიის იმიჯზე.
























